4. ქრისტეს გამოსყიდვა ღმერთის დარიგებისათვის
მიუხედავად იმისა, რომ ცოდვის გამო ადამიანი დაეცა, ღმერთმა უარი არ თქვა თავისი თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელებაზე. ჩანაფიქრი რომ აღესრულებინა, ღმერთი გახდა ადამიანი, სახელად იესო ქრისტე (იოანე 1:1, 14). შემდეგ ქრისტემ ჯვარზე სიკვდილით გამოისყიდა ადამიანი (ეფეს. 1:7), რათა მოეშორებინა ადამიანისათვის ცოდვა (იოანე 1:29) და დაებრუნებინა ის ღმერთთან (ეფეს. 2:13).
დაბოლოს, აღდგომაში იესო ქრისტე გახდა მაცოცხლებელი სული (1 კორ. 15:45). ეს საშუალებას აძლევს მას, დაარიგოს თავისი განუსაზღვრელად მდიდარი სიცოცხლე და აავსოს ადამიანის სული (იოანე 20:22, 3:6).